photo

ჩვენს შესახებ

ამბავი ჩვენზე

ფინური საერთაშორისო სკოლა არის პირველი და ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულიად კავკასიის რეგიონში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი - ფინური განათლების მოდელი არის დანერგილი.  საქართველოში ფინური სკოლის გახსნის იდეა წამოიწყო და განახორციელა ინვესტიციურმა და საკონსულტაციო კომპანიამ - ალიანს გრუფ ჰოლდინგმა, 2018 წელს.  

ფინურ საერთაშორისო სკოლაში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი აქტიური მოქალაქეების აღზრდაა, რომელთაც შეეძლებათ სწრაფად ადაპტირდნენ თანამედროვე სამყაროში, წარმატებას მიაღწიონ საერთაშორისო ბაზარზე.  ფინურ საერთაშორისო სკოლაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მოსწავლეებში კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების და თანამშრომლობის უნარების განვითარებაზე.

ფინური საერთაშორისო სკოლის მასწავლებლების გუნდს შეადგენენ საერთაშორისო გამოცდილების მქონდე, ფინური სასწავლო მოდელის მიხედვით გადამზადებული როგორც  ქართველი, ასევე უცხოელი მასწავლებლები.  ისინი ქმნიან მხიარულ, პროდუქტიულ, ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებულ  უსაფრთხო გარემოს ყველა მოსწავლისათვის.

ფინური საერთაშორისო სკოლის ძირითადი მახასიათებლებია:

-
100% ფინური სასწავლო გეგმა და კურიკულუმი, რომელიც წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე და მორგებულია ადგილობრივ მოთხონებს.

-
მრავალენოვანი და მულტიკულტურული გარემო, რომელიც ფინური სასწავლო მოდელის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.

- იმგვარი პედაგოგიური მიდგომების გამოყენება, რაც მოსწავლეებს დაეხმარება განივითარონ 21-ე საუკუნუს გამოწვევებთან გამკლავებისა და ცვალებად გარემოში მარტივი ადაპტაციის უნარი.

-
მოსწავლეების მომზადება სკოლის შემდგომი აკადემიური მოღვაწეობის საზღვარგარეთ, მებისმიერ უმაღლესი განათლების დაწესებულებაში წარმატებით გასაგრძელებლად.

-
ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლისადმი და სწავლების პროცესის მათ ძლიერ მხარეებზე მაქსიმალურად მორგება .


ფინური საერთაშორისო სკოლა ოფიციალურად ავტორიზებულია როგორც ფინეთში, ასევე საქართველოში.